სამედიცინო შეცდომების კვლევა, სტრატეგიის
შემუშავება და დანერგვა
სამედიცინო შეცდომების შედეგად აშშ-ში ყოველწლიურად 1.000.000-ზე მეტი ადამიანი ზიანდება და 100.000-მდე იღუპება.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალურად აღიარა, რომ სტაციონარში ყოველი მეათე ავადმყოფი არასწორი მკურნალობის მსხვერპლია. ავსტრალიაში ეს ციფრი კი 17%-მდე აღწევს.
მსოფლიოში სამედიცინო პრაქტიკაში არსებული შეცდომების სიხშირის მატების გამო გაიზარდა ინტერესი პაციენტთა უსაფრთხოებისადმი. |