3-6 სექტემბერი, 2007. დუბლინი, ირლანდია

ევროპის რეგიონალური კონფერენცია
«პაციენტები პაციენტთა უსაფრთხოებისთვის»

პაციენტებმა პაციენტების უსაფრთხოებისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისთან ერთად 3-6 სექტემბერს დუბლინში, ირლანდია ჩაატარეს სემინარი თემაზე “პაციენტები პაციენტთა უსაფრთხოებისათვის”.

სემინარს ესწრებოდნენ პაციენტები და მომხმარებლები ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ იმუშავონ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში პაციენტთა უსაფრთხოებაში პაციენტების ჩართვისა და ცვლილებების ხელშეწყობისათვის.

სემინარის მთავარი მიზანი იყო პაციენტებისა და მომხმარებელთა ჯგუფების წახალისება და ხელშეწყობა, რომლებიც არიან ან სურთ გახდნენ “ჩემპიონები” თავიანთ რეგიონში პაციენტთა უსაფრთხოების წინსვლის საქმეში.

ეყრდნობოდა რა ლონდონის დეკლარაციას და როგორც მსოფლიო ალიანსის, ასევე პაციენტების პაციენტთა უსაფრთხოების ადრინდელ საქმიანობას, ამ სემინარმა მონაწილეთათვის მნიშვნელოვანი საკითხებიდან პრიორიტეტების შერჩევას შეუწყო ხელი, განსაკუთრებით პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო ალიანსის საქმიანობის სხვა სფეროებში, რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ სამომავლო სტრატეგიას.

პროცესის გამოყენებით, რომელსაც “აღიარებით კვლევას” უწოდებენ და იმ პაციენტებისა და მომხმარებლების რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომლებიც ეძებენ საკუთარ ჯანდაცვის სამსახურებთან პარტნიორობის გზებს, სემინარმა წარმოაჩინა ახლებური ხედვა პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მომხმარებლის როლის შესახებ.