24-26 სექტემბერი 2007: პორტო, პორტუგალია

საერთაშორისო  კონფერენცია — «პაციენტთა უსაფრთხოების კვლევა»
www.patientsafetyresearch.org

2007 წლის 24-26 სექტემბერს პორტოში ჩატარდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია პაციენტთა უსაფრთხოების კვლევის თემაზე. ღონისძიება დააფინანსა ევროპის საბჭომ. კვლევის საერთო საკითხების დადგენის მიზნით კონფერენციას ესწრებოდნენ მკვლევარები, პოლიტიკოსები და მკვლევართა წარმომადგენლები ევროპისა და მეზობელი ქვეყნებიდან.

კონფერენციამ ხელი შეუწყო მკვლევართა შორის თანამშრომლობას ევროპისა და მეზობელ რეგიონებში პაციენტთა უსაფრთხოების სფეროში ახალი ქსელების ჩამოყალიბებისა და უკვე არსებული ქსელების შენარჩუნებისა და გაფართოების გზით.

კონფერენციის მიმართ დიდი ინტერესისა და შეზღუდული ადგილების გამო კონფერენციის მრჩეველთა კომიტეტმა შეარჩია წარმომადგენლები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ კონფერენციის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. რიგი ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობას და მკვლევართა და პოლიტიკოსთა შორის სათანადო ბალანსის მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამით გაიზარდა აზრთა, მიდგომათა და ამჟამად პაციენტთა უსაფრთხოების კვლევისათვის გამოყენებული მეოდოლოგიების მრავალფეროვნება.

პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსი იდენტიფიცირებული იყო როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი კონფერენციის მიზნის - ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში პაციენტთა უსაფრთხოების კვლევის წინსვლისათვის.