საერთაშორისო საზაფხულო სემინარი თემაზე
«პაციანტთა უსაფრთხოება»
ჯანდაცვის ხარისხის ევროპის საზოგადოებამ (ESQH), ევროსაბჭომ (COE) და პოლონეთის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების საზოგადოებამ (TPJ) ჩაატარეს ძირეული მიზეზების ანალიზის, მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების და პაციანტთა უსაფრთხოების ინდიკატორებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სემინარი.
სემინარი განკუთვნილი იყო იმ საავადმყოფოებისა და ქვეყნებისათვის სადაც პაციენტთა უსაფრთხოება ცენტრალურ საკითხად აღიარების ადრეულ ეტაპზეა. შემოთავაზებული იყო ევროპაში არსებული საუკეთესო პრაქტიკული ცოდნა მათთვის, ვისაც სურს “მიზეზების ჩაწვდომა” და არსებული ვითარების შეცვლა პაციენტის დახმარების ხარისხის – ჯანდაცვის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
სემინარის მონაწილეებს მიეცათ სამედიცინო ზიანის (როგორც რეტრო, ასევე პროსპექტულად) ანალიზის, დახმარების ხარისხის საკვანძო ინდიკატორების დადგენის და უსაფრთხო მედიკამენტური მკურნალობის შესწავლის შესაძლებლობა. პროგრამა ძალიან პრაქტიკული და ინტერაქტიური იყო, შემთხვევათა ანალიზით, რომელსაც წარუძღვნენ “დანიის რისკის მენეჯერი” ტრენერები.
შეხვედრას მასპინძლობდა პოლონეთის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების საზოგადოება |