72 წლის პაციენტი (საქართველო, 2007)

72 წლის პაციენტი მოციციმე არითმიით მკურნალობდა კარდიოლოგის დანიშნულებით
დიგოქსინი  0.37 მგ/დღ და ასპირინი 100მგ/დღ.
მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის თავზე ავ-ს განუვითარდა თრომბოემბოლური ინსულტი (აფაზია, მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი).  ნევროლოგმა ბინაზე დანიშნა ინსტენონი, მექსიდოლი, მილდრონატი მონაცვლეობით, ინტრავენურად.
ერთერთი გადასხმის დაწყებისთანავე პაციენტს  დაეწყო მოუსვენრობა, გაუჭირდა სუნთქვა, გამოეხატა ციანოზი. ექთნის გარდა ბინაზე იმ დროს იმყოფებოდა თერაპევტი, რომელმაც სასწრაფოდ მოიწვია სხვა ნევროლოგი. 30 წუთში ბინაზე მოსულმა ნევროლოგმა ავ-ს ჩაუტარა ხელოვნური სუნთქვა, შეაჩერა გადასხმა.   მდგომარეობა 15 წუთში გამოსწორდა.

აღმოჩნდა, რომ ავადმყოფის ახლობელს აფთიაქში ინსტენონის ნაცვლად მიეცა ლისტენონი!

51 წლის პაციენტი (საქართველო, 2007)

51 წლის ქალს მეზობელთან შელაპარაკების შემდეგ აუჩქარდა გულისცემა, წამოახურა, დაეწყო უნიკალური თავის ტკივილი, ღებინება, თავბრუსხვევა.  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაუსვა კლიმაქსური ნევროზის დიაგნოზი, გაუკეთა დიბაზოლი და დიაზეპამი. მდგომარეობა გაუმჯობესდა. 5 საათის შემდეგ კვლავ ეწყება თავის ტკივილი და ღებინება. სასწრაფო დახმარების მეორე ბრიგადა სვამს ჰიპერტონული კრიზის დიაგნოზს და სთავაზობს სტაციონარში გადაყვანას, რაზედაც პაციენტს ვერ ითანხმებენ. ენიშნება ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა.  მეორე დღეს ნევროლოგმა დაუნიშნა ტრანკვილიზატორები. მესამე დღეს ავადმყოფი ინახულა სხვა ნევროლოგმა. მიიტანა ეჭვი სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევაზე. ავ-ი გადაყვანილი იქნა სტაციონარში. კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოირიცხა სისხლჩაქცევა. ავ-ი დაბრუნდა ბინაზე.  ნევროლოგმა დაჟინებით მოითხოვა ლუმბალური პუნქცია. მეოთხე დღეს ავ-ი კვლავ გადაყვალი იქნა სტაციონარში. თავზურგტვინის სითხე იყო ყვითელი. ანგიოგრაფიით მარცხენა შუა არტერიის პარკისებრი ანევრიზმა. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია – ანევრიზმის კლიპირება. 2 კვირაში გამოეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.
7 თვის შემდეგ ავ-ს დაეჯახა მანქანა. მიიღო სხელის დაჟეჟილობა მოიტეხა ბარძაყის ძვალი.  ჩაუტარდა ოპერაცია.
ოპერაციიდან მესამე დღეს პაციენტი დაიღუპა თრომბოემბოლიით.