2005 წლის დეკემბრიდან პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსმა (GAPS) პარტნიორობა დაამყარა პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო ალიანსთან, საქართველოს ჯანდაცვის საპარლამენტო კომისიასთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, გაეროს სააგენტოებთან, სამედიცინო უნივერსიტეტებთან, საავადმყოფოებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსის თავმჯდომარე გიორგი გეგელაშვილი—მედიცინის დოქტორი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს გაუმჯობესებული კვების ალიანსის თავმჯდომარე არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომლობის პაციენტთა უსაფრთხოების ცენტრის JC international-ის მმართველი კომიტეტის წევრი.
    ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესების სპეციფიკურ გზებს, რათა შევამციროთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული სერიოზული დამაზიანებელი შემთხვევების რისკი. ჩვენი საქმიანობა მიმართულია უსაფრთხო, პაციენტზე-ორიენტირებული, ეფექტური მკურნალობის ხელშეწყობაზე. ჩვენ გვინდა პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესება ცოდნისა და უნარ-ჩვევების, სისტემატური მიდგომის, ანგარიშგების, დაზიანებათა პრევენციის გადაწყვეტილებათა რეალიზაციის ხელშეწყობით.
    ჩვენი ქმედებები ორიენტირებულია საზოგადოებაზე და ჯანდაცვის სისტემაზე და მიზნად ისახავს ამ სისტემის უსაფრთხოების გაზრდას.

  • GAPS-მა შეიმუშავა ჯანმრთელობის დაცვაში ხელის ჰიგიენისა და საავადმყოფოებში დაავადებათა კონტროლის გაიდლაინები
  • მომზადდა აუტოფსიისა და ობლიგატორული (გადაუდებელი) მორფოლოგიური კვლევების ლეგალური საფუძველი. რეგულაციები შემუშავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით და მოსმენილ იქნა საქართველოს პარლამენტში.
  • ქირურგიული უსაფრთხოება გაუმჯობესდა შემდეგი გზით:
  • ანესთეზიოლოგიაში ტრეინინგების დანერგვით
  • ახალი საანესთეზიო საშუალებების რეგისტრაციის პროცესის გაუმჯობესებით
  • საავადმყოფოების ტექნიკური აღჭურვის მნიშვნელობაზე წარმოდგენის ამაღლებით
  • ტაქსონომიის განვითარება (2007 წლის ივნისიდან)
  • საბოლოო ღონისძიებების გატარება საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესისათვის. ეს ღონისძიებები დაფუძნებული იქნება იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც აისახება საავადმყოფოების ანგარიშში და მისადაგებული იქნება სერვისების საჭიროებებთან.
  • შემუშავდება და ყურადღება გამახვილდება შემდეგ თემებზე: “მსგავსი ფორმისა და დასახელების მედიკამენტები”, “ნემსების ერთჯერადი გამოყენება”, “ორსულობისა და ლაქტაციისათვის უსაფრთხო მედიკამენტების სია”, “მაღალი კონცენტრაციის ელექტროლიტური ხსნარები”.
  • შესაფერისი ლოკალური სტრატეგიის შემუშავება

ჯანდაცვის ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციები და საგანმანათლებლო დაწესებულებები იხელმძღვანელებენ პაციენტთა უსაფრთხოების ხელშეწყობისათვის შემოთავაზებული მეთოდებით. მიზანი მიღწეული იქნება რეგიონალური ტრეინინგებითა და სპეციალური პროფესიული კურსებით.

  • ევროსაბჭოს Social Cohesion Secretariat of Partial Agreement and Health Division-თან თანამშრომლობით ითარგმნა და მიღებულ იქნა გამოქვეყნებისათვის იმ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომლებიც დაკავშირებულია პაციენტთა და მედიკამენტურ უსაფრთხოებასთან, სამედიცინო შეცდომების პრევენციის უკეთეს პრაქტიკასთან და სამედიცინო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან.
  • ჩვენ ვთარგმნეთ და ვაპირებთ გავავრცელოთ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები (2006)7 პაციენტთა უსაფრთხოების და ჯანდაცვაში დამაზიანებელ შემთხვევათა მენეჯმენტში. ჯანმო-ს პაციენტთა უსაფრთხოების თანამშრომლობის ცენტრმა გამოსცა ცხრა სიცოცხლის გადამრჩენელი (შემანარჩუნებელი) გადაწყვეტილება პაციენტთა უსაფრთხოებაში
  • საქართველო წარმოდგენილი იყო რიგ ინტერნაციონალურ ფორუმებზე
    • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პაციენტთა უსაფრთხოების თანამშრომლობის ცენტრის გაერთიანებული კომისიის პირველი და მეორე შეხვედრა საერთაშორისო მმართველ კომიტეტთან. 2006, 2007 წელი, ოკსბრუკი, ილინოისი, აშშ.
    • საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ეთიკური ნორმები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
      29 მარტი – 5 აპრილი, 2006 წელი, ბელაჯიო.
    • პაციენტთა უსაფრთხოების გლობალური პრობლემები 2005-2006,
      სექტემბერი, 2005 წელი, ვაშინგტონი DC, აშშ
    • პაციენტთა უსაფრთხოების სამიტი, 28-30 ნოემბერი, ლონდონი, ინგლისი
    • პაციენტთა უსაფრთხოების საერთაშორისო დღე, 10 დეკემბერი, 2005 წელი,
      მოსკოვი, რუსეთი
    • „სისუფთავის დაცვა უსაფრთხოების დაცვაა“, 3 ივლისი, 2006წელი, მოსკოვი, რუსეთი
    • პოლიტიკის განმსაზღვრავ უფროსთა ინფორმაციული დისკუსია,
      16-17 სექტემბერი, 2004 წელი, კუალა ლუმპური, მალაიზია
პარტნიორები
საქართველოს პარლამენტი www.parliament.ge
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო
www.healthministry.ge
დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო
სტატისტიკის ეროვნული ცენტრი
www.ncdc.ge
სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტი—ISR  
საქართველოს ტელემედიცინის კავშირი (ასოციაცია) georgia.telepathology.org
საქართველოს სამეანო და გინეკოლოგიურ ანესთეზიოლოგთა ასოციაცია www.gaoga.org.ge
საქართველოს ჯნდაცვის "ომბუდსმენი" www.ombudsman.ge
ჟურნალი ექიმებისთვის "კარდიოექსპრესი" cardiology.caucasus.net