24-26 სექტემბერი 2007: პორტო, პორტუგალია

საერთაშორისო  კონფერენცია — «პაციენტთა უსაფრთხოების კვლევა»

2007 წლის 24-26 სექტემბერს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, “პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსი”-ს თავმჯდომარე - გ. გეგელაშვილი და “პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსი”-ს კვლევის დეპარტამენტის უფროსი —
მ. დანელია დაესწრნენ საერთაშორისო კონფერენციას ქალაქ პორტოში (პორტუგალია), რომელიც მიეძღვნა ევროპის ქვეყნებში პაციენტთა უსაფრთხოებისა და მომიჯნავე სფეროებში მიმდინარე კვლევის აღწერას, შედეგების განხილვას და სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას.

პოლიტიკოსების, ექიმებისა და მკვლევარების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა უზრუნველყო — მომავალი ქმედების გადაწყვეტილების შემუშავება.

  1. პაციენტთა უსაფრთხოების კვლევის სტრატეგიისა და პროგრამის შემუშავება მთელი ევროპის მასშტაბით
  2. პოლიტიკაში კვლევის შედეგების ასახვისა და ახალი წინადადებების შემუშავება
  3. კვლევის საერთაშორისო ქსელის შექმნა
ვრცლად
კრაკოვი, 17-21 სექტემბერი 2007

საერთაშორისო საზაფხულო სემინარი თემაზე
«პაციანტთა უსაფრთხოება»

ჯანდაცვის ხარისხის ევროპის საზოგადოებამ (ESQH), ევროსაბჭომ (COE) და პოლონეთის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების საზოგადოებამ (TPJ)  ჩაატარეს ძირეული მიზეზების ანალიზის, მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების და პაციანტთა უსაფრთხოების ინდიკატორებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სემინარი.

ვრცლად
3-6 სექტემბერი, 2007. დუბლინი, ირლანდია

ევროპის რეგიონალური კონფერენცია
«პაციენტები პაციენტთა უსაფრთხოებისთვის»

პაციენტებმა პაციენტების უსაფრთხოებისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისთან ერთად 3-6 სექტემბერს დუბლინში, ირლანდია ჩაატარეს სემინარი თემაზე “პაციენტები პაციენტთა უსაფრთხოებისათვის”.

სემინარს ესწრებოდნენ პაციენტები და მომხმარებლები ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ იმუშავონ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში პაციენტთა უსაფრთხოებაში პაციენტების ჩართვისა და ცვლილებების ხელშეწყობისათვის.

ვრცლად
აგვისტო-სექტემბერი, 2007

სამუშაო შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან
(ჯანდაცვის ორგანიზატორები, ექიმები, ექთნები, ფარმაცევტები)

2007 წლის აგვისტო-სექტემბერში “პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსი”-ს სამუშაო ჯგუფის წევრები შეხვდნენ: თბილისის თერაპიის ეროვნული ცენტრის; ქალაქ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს, სამშობიაროს სახლის, ¹1 საავადმყოფოს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის, საოჯახო მედიცინის ცენტრის, ონკოლოგიის ცენტრის და რესპ. ენდოკრინოლოგიური დისპანსერის; ქალაქ ქუთაისის საოჯახო მედიცინის ცენტრის, ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვეციული ცენტრის  სამედიცინო პერსონალს (ჯანდაცვის ორგანიზატორები, ექიმები, ექთნები, ფარმაცევტები).თემაზე _ “სამედიცინო შეცდომები – ყველაზე დახურული თემაა”. შეხვედრები წარიმართა დამსწრეთა აქტიური ჩართულობით, სადაც გამოიკვეთა მათი დადებითი და ნეგატიური პოზიცია, როგორც არსებული მდგომარეობის ასევე სამომავლო პერსპექტივების მიმართ. მათი აზრით ექიმები მუდამ რისკის ქვეშ იმყოფებიან და დღესდღეისობით ყველაზე დაუცველები არიან, რაც განაპირობებს სამედიცინო პრაქტიკაში არსებული სამედიცინო შეცდომების საჯაროდ განხილვის თავის არიდებას, სამედიცინო შემთხვევების დაფარვას.

თითოეულმა მათგანმა გულისტკივილით აღნიშნა სამედიცინო მომსახურებაში არსებული ბარიერებისა და პრობლემების შესახებ. მსჯელობდნენ სამედიცინო შემთხვევებზე, რომლებიც გამოწვეულია: დასახელებითა და შეფუთვით მსგავსი მედიკამენტებით (მაგ: კეტორალი – კეტონალი; ლერივონი – ლევორინი; ისტენონი – ლისტენონი და სხვა); ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში ფინანსურ-ტექნიკური ბაზის სიმწირით; გამეფებული ბიუროკრატიული მმართველობითი სისტემით; ზოგიერთი ფარმაცევტისა და ექიმის ცოდნის დაბალი დონით; სამედიცინო მომსახურების მიმართ საზოგადოების არაადექვატური დამოკიდებულებით (ზედმეტი აგრესიულობა და/ან ბრმად მინდობა); ხელის სწორად დაბანის ჩვევისა და პირობების არარსებობით; პროფესიული გადამზადების კურსების სიმცირით; ლიტერატურის მოძიებისა და სიახლეების გაცნობის ხელმიუწვდომლობით; წამლების შენახვის პირობების დარღვევით; შიდა სტანდარტების არარსებობით ან შემუშავებული სტანდარტების დარღვევით; ფარმაცევტული ფირმების მიერ თავსმოხვეული შეთავაზებებით